კაია კალასი – გრენლანდიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

გრენლანდიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, ს და მის ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და -ს შორის კავშირები მჭიდროა, კერძოდ, ეკონომიკისა და უსაფრთხოების კუთხით.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ Financial Times-მა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა და დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“