კაია კალასი -ის ახალ სტრატეგიაზე შეკითხვის პასუხად: აშშ კვლავაც ჩვენი უდიდესი მოკავშირეა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი „დოჰას ფორუმზე“ გამოეხმაურა -ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელზე შეკითხვაც მას ფორუმზე პანელის წამყვანმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა ქრისტიან ამაპურმა დაუსვა – „მეგობრებად ნამდვილად არ აღგიქვამთ. არასწორად ხომ არ ვკითხულობ? ევროპა “ცივილიზაციური გაქრობის” წინაშეა იმიგრანტებისა და მისი მეინსტრიმ ლიდერების წყალობითო… რას ფიქრობთ ამაზე? ევროპა მტერია. თქვენ მტერი ხართ“. კაია კალასმა პასუხი იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ მას აშშ-ის ახალი სტრატეგია ამგვარად არ წაუკითხავს და დააზუსტა ისიც, რომ მხოლოდ ევროპის შესახებ ნაწილი ჰქონდა წაკითხული:
„ცხადია, მასში უამრავი კრიტიკაა, მაგრამ, ვფიქრობ, მათი ნაწილი სიმართლეა. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპა აკნინებს საკუთარ როლს მაგალითად რუსეთთან მიმართებით. ანუ, უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ“.
“მე ისე წავიკითხე, რომ აშშ-ც ხედავს ევროპას მოკავშირედ”, – ამბობს კალასი. მან ილაპარაკა აგრეთვე იმაზე, რომ “საერთაშორისო სამართალი არის ის, რასაც უნდა მივსდიოთ. ესაა წესები, რომლებიც იცავს ქვეყნების უმრავლესობას, განსაკუთრებით – მცირე ქვეყნებს. წესების ერთობლიობა და პრინციპები, რომლებზეც შეთანხმებულები ვართ უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ მომავალი ომები ავიცილოთ თავიდან. ერთი საკითხია არსებული კონფლიქტების მედიაცია, მეორე კი – მომავალი კონფლიქტების თავიდან აცილება”.
„აშშ კვლავაც ჩვენი უდიდესი მოკავშირეა“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და იქვე ამატებს, რომ, მისი შეფასებით, აშშ-ც მოკავშირედ ხედავს ევროპას:
„ვფიქრობ, სხვადასხვა თემაზე ჩვენი ხედვები ყოველთვის არ ემთხვევა, მაგრამ ზოგადი პრინციპი ერთია. ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ“.
ვაშინგტონის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია 5 დეკემბერს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ევროპა ზედმეტად რეგულირებულია, აკლია “თვითდაჯერება” და “ცივილიზაციური წაშლის” პირისპირ იმყოფება იმიგრაციის გამო.
დოჰას ფორუმზე კალასმა ში ომის დასრულების საკითხზეც ილაპარაკა:
„შეზღუდვებისა და სტრესის უკრაინისკენ მიმართვა, სინამდვილეში არ მიგვიყვანს გრძელვადიან მშვიდობამდე. …თუკი აგრესია დაჯილდოვდება, კვლავ მოხდება და არა მხოლოდ ში ან ღაზაში, არამედ მთელ მსოფლიოში“.
“დოჰას ფორუმი” ყოველწლიურად იმართება კატარის დედაქალაქში მსოფლიოსთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე პოლიტიკური ლიდერების დიალოგის ხელშესაწყობად. წლევანდელი – 6-7 დეკემბრის ფორუმის თემაა “სამართლიანობა მოქმედებაში: დაპირებებიდან პროგრესისკენ”.
ფორუმი