კაია კალასი – აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა – რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და მომავალს ართმევს

აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა ში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ფოტოებიდან, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან და გაშიფრული რადიო სიგნალებიდან ამ ყველაფრის უარყოფა შეუძლებელია. ზუსტად ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. იმ ტექნოლოგიით, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს, ომის დანაშაულებისთვის დაუსჯელად დარჩენა შეუძლებელია, თუ ჩვენ გამოძიებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ ომში შესაძლო ჩადენილი დანაშაულები უბრალოდ დაუჯერებელია“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, ს მიერ უკრაინელი ბავშვების „იძულებითი დეპორტაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია“.
„რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და ქვეყანას მომავალს ართმევს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები