ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
“კონსტიტუციაში წერია: ესტონეთის სახელმწიფო ენა ესტონურია და ყველას აქვს უფლება ისწავლოს ესტონურ ენაზე… ესტონეთს არ აქვს სახელმწიფოს შვილების „რუსიფიკაციის“ სურვილი”, – თქვა კალასმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობა აპირებს “ესტონურენოვანი განათლების ერთიან სისტემაზე” გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსულენოვანი სკოლების მხარდასაჭერად თანხებს აღარ გამოყოფს.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა ერთიან ესტონურ ენოვან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, ახალი კანონპროექტი ქვეყანაში სკოლების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად, რომლებიც ძირითადად რუსულ ენაზე ასწავლიან. კანონპროექტის თანახმად, პროცესი 2033 წლისთვის დასრულდება.