კაია კალასის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპული საბჭოს მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრის დაწყებამდე.
„საქართველოზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიმსჯელებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ რეალურად ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების მიმართ, არ დაჩაგროს ოპოზიცია და გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალები ევროკავშირიდან“, – თქვა კალასმა.
ევროპელმა დიპლომატმა აგრეთვე დასძინა, რომ ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ნაწილზე შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა. „მაგრამ ამაზე შემდგომი მუშაობა გვჭირდება“, – თქვა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე