რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს პეტრე-პავლობის დღეს ულოცავს.
„დღეს, 29 ივნისს, კათოლიკური ეკლესია პეტრე – პავლობას აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა”.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაშია