საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება და ამდენად, წმინდანი ქართველთა შორის გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“, – ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.