რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს ულოცავს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, კათოლიკური სამყარო ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავს, დღეს, როცა მაცხოვარი იერუსალიმში ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ მაცხოვრის უხილავად არ მიიცვლებოდა. მირქმა უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება.
მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.