კათოლიკოს-პატრიარქ -ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

კათოლიკოს-პატრიარქ -ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინდოს სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი პატრიარქმა ახლობლებს დაუტოვა.
“დაკრძალვა იქნება კვრიას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სრუვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი” – განაცხადა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობი აქიაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.
ილია მეორის ცხედარს საპატრიარქოს რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკაში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცავალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?