კათოლიკეები ყველა წმინდანის დღეს ზეიმობენ

დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ყველა წმინდანის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც კათოლიკეები ყველა წმინდანის, ცნობილის თუ უცნობის პატივსაცემად აღნიშნავენ. იგი პირველად 609 წელს იზეიმეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი