კათოლიკეები იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის, უდიდესი წინასწარმეტყველის შობას აღნიშნავს, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.
სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.ა