კათოლიკეები იესო ქრისტეს – სამყაროს მეფის დღეს აღნიშნავენ

კათოლიკური სამყარო დღეს იესო ქრისტეს – სამყაროს მეფის დღეს აღნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.
„დღესასწაული კათოლიკურ ეკლესიაში მეოცე საუკუნეში დაწესდა. უფალ იესო ქრისტეს, როგორც მთელი სამყაროს მეფის დღეს, კათოლიკეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ 2021 წლიდან. ამავე დღეს, რომის პაპ ფრანცისკეს ნებით, ახალგაზრდობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს“,-აღნიშნულია მილოცვაში.