„კავშირი უკრაინის გარეშე“ — ორბანმა ევროკავშირს 12 მოთხოვნა წაუყენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაასახელა 12 მოთხოვნა ბრიუსელისადმი, რომელიც მისი თქმით, უნგრელ ხალხს აქვს.
მოთხოვნებს შორის არის უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა.
ვიქტორ ორბანმა X-ზე დაწერა:
· ჩვენ ვითხოვთ ერების ევროპას;
· ვითხოვთ თანასწორობას კანონის წინაშე ყველა წევრი სახელმწიფოსთვის;
· აღადგინეთ ერებისთვის წართმეული კომპეტენციები;
· ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის;
· განდევნეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები პარლამენტიდან;
· ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, გააუქმეთ კავშირის ვალი;
· ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას ჩვენი საზღვრების დაცვაში. არ შემოიყვანოთ მიგრანტები და მოაცილეთ ისინი, ვინც არალეგალურად ჩამოვიდა;
· კორუმპირებული დოლარი და ევრო არ უნდა შემოვიდეს წევრ ქვეყნებში;
· აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი ხელახალი განათლება;
· დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა;
· ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას ევროპაში;
· კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე.
„დაე, იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა. თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა!“ — დაწერა ვიქტორ ორბანმა.
What does the Hungarian nation demand from Brussels? Let there be peace, freedom, and unity. 1. We demand a Europe of nations.
2. We demand equality before the law for all Member States.
3. Restore the competences unlawfully taken from nations.
4. National sovereignty and a… — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 15, 2025
უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.
დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ს უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ „უნგრული პოლიტიკა” არც „უკრაინის მიმართ არის მეგობრული და არც ს მიმართ” — ის „მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.
2024 წლის ივლისში, უკრაინის ომის ფონზე, ვიქტორ ორბანი ჩავიდა მოსკოვში და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ბუდაპეშტი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, თუმცა ბრიუსელის მიერ უნგრეთისთვის გაყინული 10-მილიონიანი დახმარების აღდგენის შემდეგ, გადაწყვეტილებაზე ვეტო არ დაუდია.
მიუხედავად ამისა, უნგრეთი ყოველ ჯერზე დაბრკოლებებს უქმნის ს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ს თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
თებერვალში უნგრეთმა დაბლოკა მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა და მოითხოვა უკრაინის მიმართ მოთხოვნების სიის გაფართოება. ევროკომისიის გეგმაა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების სამი კლასტერი ერთდროულად გახსნას 2025 წლის ივნისში პოლონეთის პრეზიდენტობის დასრულებამდე.