„კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე – მიხეილ სარჯველაძემ 10-დღიანი ვადა ითხოვა, რათა ონკოპაციენტების პრობლემებს დეტალურად გაეცნოს

„კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ონკოპაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტები, რომელზეც დეფიციტი იყო.
ამასთან, როგორც მან განმარტა, მ 10-დღიანი ვადა ითხოვა იმისთვის, რათა ონკოპაციენტების პრობლემებს დეტალურად გაეცნოს.
“ჩვენ გვითხრეს, რომ მედიკამენტები უკვე შემოდის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ის სამკურნალო მედიკამენტები, რომელზეც დეფიციტი იყო. 25 ათას ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეცდება ყველანაირად მოაგვაროს ეს საკითხი. ვინაიდან დღეს დაინიშნა, არ ჰქონდა ინფორმაცია რიგ საკითხებზე, ჩვენგან გაიგო ბევრი ხარვეზის შესახებ. იმედი გვაქვს, გამოასწორებს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, დაგვპირდა, რომ გაგვაცნობს პრობლემის გადაჭრის გზებს”, – აღნიშნა აფხაიძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ონკოპაციენტებს და „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრებს
შეხვდნენ, რომლებიც მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვდნენ.
ონკოპაციენტების თქმით, სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას