კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი სოფო ზურაბიანი ტოვებს.
მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე სტუდენტებისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა.
“ახლა რომ ჩვეულებრივი დრო იყოს, დღეს საღამოს ლექციაზე უნდა მივდიოდე კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ უნივერსიტეტი შენობაში არაა, ამიტომ მე დღესაც იქ წავალ, სადაც ჩემი და ყველას სტუდენტები დგანან – აქციებზე. მათთან ერთად ვივლი მთელ ქალაქში ფეხით და მათთან ერთად ხმამაღლა დღესაც ვიტყვი, რომ “არა რუსულ კანონს”.
სტუდენტები ყველაზე უკეთ ხვდებიან, რომ ამ ქვეყნის და მათი პროფესიის მომავალიც ახლა ქუჩაში პროტესტით წყდება. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მათი რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე, მათთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. მე არ მინდა იმ უნივერსიტეტში დარჩენა, სადაც ასეთ მნიშვენლოვან მომენტში მმართველთა საბჭოს ბორდია საჭირო უნივერისტეტის ხელმოწერის გამოსაწვევად სამარცვინო განცხადებიდან.ამიტომ ვყწვეტ თანამშრომლობას კავკასიის უნივერსიტეტთან.
როგორც ჩემს სტუდენტებს დავპირდი, ამ სემესტრს მათთან ერთად დავასრულებ, ოღონდ მაშინ , როცა ისინი გადაწყვეტენ, რომ ბრძოლა მოიგეს და გაფიცვა დასრულდა, დავასრულებ მათან შეთანხმებული გრაფიკით.
რამდენიმე წელი კავკასიის უნივერსიტეტში გამორჩეული სტუდენტების გამო მიმიხაროდა. ბევრი მათგანი დღეს ჩემი კოლეგაა და აქტიურია პროფესიაში. განსაკუთრებული მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობის პრივილეგიის საშუალება რომ მომცა. სხვაგვარად არ შემიძლია.
შევხვდებით გამარჯვებულ, თავისუფალ ქვეყანაში. ღრმად მწამს, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი. #ჩვენმოვიგებთომს”, – წერს ზურაბიანი.
CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას “მიუღებლად” მიიჩნევენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო, რომ ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას.
გუშინ, 14 აპრილს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი “ბიძინას გინება” დაუსახელა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, სალომე უგულავამ, რუსიკო კობახიძემ, ნინო მითაიშვილმა და ზვიად ქორიძემ.