კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ნინო მითაიშვილი ტოვებს.
“სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სოსო ბერიკაშვილი მიმართ უსამართლო ქმედება. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა სტუდენტების მიმართ, ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს”, – წერს მითაიშვილი.
დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი “ბიძინას გინება” დაუსახელა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, სალომე უგულავამ და რუსიკო კობახიძემ.
CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას “მიუღებლად” მიიჩნევენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო, რომ ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას.