კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მამუკა ანდღულაძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მამუკა ანდღულაძე ტოვებს
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი მამუკა ანდღულაძე ტოვებს.
მისი თქმით, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, მისთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია.
“ლექციების კითხვა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლექციებზე შესვლა, სტუდენტებთან ახალი თემების განხილვა, დისკუსია და კამათი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
თუმცა, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. ამ ვითარებაში აღარ შემიძლია დავრჩე ამ უნივერსიტეტის ლექტორად, რაოდენ რთულიც არ იყოს სტუდენტებთან განშორება.
შესაბამისად, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.
პ.ს. რა თქმა უნდა, მიმდინარე სემესტრში ჩემს ვალდებულებებს პირნათლად შევასრულებ”, – წერს ანდღულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ