„კავეა სითი მოლის“ შემოსავალი „კავეა თბილისი მოლს“ 2-ჯერ აჭარბებს

საქართველოში კინოთეატრების უმსხვილეს ჰოლდინგს „კავეა“ ფლობს. ჰოლდინგი თბილისის მასშტაბით ოთხი კინოთეატრით არის წარმოდგენილი. კინოთეატრთან ერთად „კავეა“ ელექტრონული ბილეთებით ონლაინ ვაჭრობით და ონლაინ კინო პორტალის ოპერირებასაც ახორციელებს.
„კავეას“ ოთხ კინოთეატრს გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კინოთეატრების მთლიანმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 22.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 11.6 მილიონი ლარით მეტი იყო. გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგებაც და 4.4 მილიონი ლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი შემოსავალი კავეა „საბურთალოს“ ჰქონდა, რომელმაც 8.2 მილიონი გამოიმუშავა, ყველაზე ნაკლები კი „თბილისი მოლს“.
კინოთეატრების შემოსავლები 2022 წელს შემდეგი იყო:
შპს კავეა საბურთალო – 8,261,463 ლარი;
შპს კავეა გალერია – 5,984,212 ლარი;
შპს რუსთაველი ჰოლდინგ სინემას (კავეა ისთ ფოინთ IMAX) – 4,554,066 ლარი;
შპს კავეა თბილისი მოლი – 3,783,083 ლარი.