“კავეა“ კონკურენციის სააგენტოს ჯარიმას არ ეთანხმება და სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი სანქცია დაეკისრათ.
დაჯარიმებული სამი სუბიექტიდან, ყველაზე მეტი, 1 120 562 ლარით სააგენტომ ,,კავეა” დააჯარიმა. („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო “).