“კადრები პირდაპირ ბრძოლიდან” – ოთო ფოლადაშვილი ჯულიანა ბარგნართან ერთად ილია თოფურიას ბრძოლას დაესწრ – Marao
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, 27 წლის ილია თოფურია კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს მან UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, თოფურიამ აბუ დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი მაქს ჰოლოუეიც დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
აქამდე მაქს ჰოლოუეი იყო მებრძოლი, რომელიც ოქტაგონზე ნოკაუტით არავის დაუმარცხებია. ილია თოფურიამ კი პირობა დადო და სიტყვა შეასრულა – ჰოლოუეი მესამე რაუნდში “დაანოკაუტა”.
ბრძოლას არაერთი ქართველი ესწრებოდა, მათ შორის კი იყვნენ მოცეკვავეები – ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. მათ სიხარულის ემოციები და კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს.
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
“არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.
ზოგადად, ძალიან რომანტიკული პიროვნება ვარ. ტიპური კირჩხიბი ვარ, ძალიან ემოციური და რომანტიკული. ამ საკითხს პრაგმატულად ვერ შევხედავ, მაგრამ რაღაც მომენტში ესეც საჭიროა. თუმცა ყველა გადაწყვეტილებას გულის გავლით ვიღებ. მთავარია, ემოციებმა ზიანი არ მომიტანოს და სწორ დროს ცივი გონებითაც შევხედო სიტუაციას. მგონი, ამასაც ვახერხებ.
თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.
თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე” – ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.