„კადრების დეფიციტის შესავსებად, გამოსავალი უცხოელი მუშახელის ქვეყანაში შემოყვანაა“ – ილია წულაია

დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი, ილია წულაია BM.GE-სთან სამშენებლო – დეველოპერულ სექტორში კადრების დეფიციტსა და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს.
მისი თქმით, კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზა, ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოყვანაა, რომელიც დეფიციტს შეავსებს.
„სექტორში კადრების პრობლემაა, მაგრამ ეს იმის ინდიკატორია, რომ ქვეყანა ვითარდება და ადგილობრივი მუშახელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არსი. ასევე იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ფეხი აუბას.
გამოსავალი ერთია, ბუნებრივად საკითხი დადგება ქვეყანაში, უცხოელი მუშახელის შემოყვანის. ალბათ, ქოტირება მოხდება, რომ იმ ბუმს, რომელიც დეველოპერულ სხვა მიმართულებებშია კადრების კუთხით, გარკვეულწილად შეავსოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისე არა, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესი დაზარალდეს. პრიორიტეტი ადგილობრივების დასაქმება უნდა იყოს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი კადრი საკმარისი არ არის, უნდა მოხდეს უცხოელის შემოყვანა, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოხდა ,“- აცხადებს წულაია.
მისივე ცნობით, სექტორში კადრების პრობლემა რომ არ იდგეს, სამშენებლო და დეველოპერული სფერო უფრო განვითარდებოდა და კიდევ უფრო მეტი ზრდა ექნებოდა. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მეტი წვლილის შეტანის საშუალებაც ექნებოდა.
„არქის“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაქირავებულ სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებს შორის, უცხოელი თანამშრომლებიც უკვე შეინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ