კადიროვს სურს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებას პოლკებისა და ბატალიონების შექმნის უფლებამოსილება მიანიჭონ

რამზან კადიროვს სურს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებას პოლკებისა და ბატალიონების შექმნის უფლებამოსილება მიანიჭონ. მისი თქმით, ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტროს მიმართა.

უფლებამოსილების მიღების აუცილებლობის მიზეზად კადიროვი ში მიმდინარე ომში წასვლის მოხალისეების დიდ რაოდენობას ასახელებს.

“მოგვეცით შესაძლებლობა.” – ამბობს კადიროვი.

კადიროვის მტკიცებით, მოხალისეთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ მომზადებას ვერ ასწრებენ.

ჩეჩნეთში მოხალისეებს ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტში წვრთნიან. კადიროვის თქმით, აქ სწავლება 45 000-მა ადამიანმა გაიარა, რაც, დაახლოებით, 32-33 მილიარდი რუბლი დაჯდა.

ასევე დაგაინტერესებთ