კადიროვს მოსცხეს? რატომ დუმს ჩეჩნეთის ლიდერი Wildberries-ში მომხდარი სროლის შემდეგ, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა ერთი კვირაა არაფერს ამბობენ მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად მდებარე კომპანია Wildberries-ის ოფისში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სროლის შედეგად დაიღუპა კომპანიის ორი მცველი, რომლებიც წარმოშობით ინგუშეთიდან იყვნენ.

Wildberries-ის ოფისში კონფლიქტში მონაწილეობდნენ ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის კადიროველები. დაპირისპირების მიზეზი გახდა რუსულ Amazon-ად წოდებული კომპანიის, Wildberries-ის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკისა და მისი მეუღლის, ვლადისლავ ბაკალჩუკის ოჯახური და საქმიანი კონფლიქტი, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული აღმოჩნდნენ თვით ვლადიმირ პუტინი, რამზან კადიროვი და დაღესტნელი ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი.

  • ვინ მონაწილეობს Wildberries-ის გაყოფაში?
  • ვინ არიან სულეიმან ქერიმოვი და თბილისელი ძმები მირზოიანები?
  • რა შუაშია რამზან კადიროვი?
  • რაზე მეტყველებს Wildberries-ის ოფისში მომხდარი სისხლიანი გარჩევა?

რა მოხდა 18 სექტემბერს?

18 სექტემბერს შუადღისას, კომპანიის თანადამფუძნებელმა ვლადისლავ ბაკალჩუკმა სცადა შეჭრილიყო Wildberries-ის მოსკოვის ოფისში, რომელიც მდებარეობს ბიზნესცენტრ „რომანოვ დვორში“, კრემლიდან 500 მეტრში. ვლადისლავ ბაკალჩუკს თან ახლდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების შეიარაღებული მებრძოლები და ჩეჩნეთის ყოფილი პროკურორი ანას ელმურზაევი, ჯამში, 20-მდე ადამიანი.

ოფისის დაცვასთან შეტაკების დროს დაიწყო სროლა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. დაღუპულები არიან ინგუშეთის მკვიდრები: 42 წლის ადამ ალმაზოვი და 28 წლის ისლამ-ბეკ ელმურზიევი. მაგასის ყოფილმა მერმა ბესლან ცეჩოევმა განაცხადა, რომ პირველი მათგანი ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახლა კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის იუნუს-ბეკ ევკუროვის დაცვაში მუშაობდა. ისლამ-ბეკ ელმურზიევი – თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი. 2015 წელს მიენიჭა ს სპორტის ოსტატის წოდება. 2020 წლის ივლისში მოსკოვში გახსნა დაცვის კერძო კომპანია Foton-ი, რომელიც ამ დრომდე მუშაობს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ