შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსლან ირახანოვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რამზან კადიროვის სახელით მიიღეს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის უმალვე, ადამ კადიროვმა, რომელსაც არაერთხელ მიენიჭა სახელმწიფო ჯილდოები, პირადად გადასცა რვა თანამშრომელს “ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის” მედლები.
შარშან რამზან კადიროვმა მისი უმცროსი შვილი ძალოვან უწყებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.
ადამ კადიროვმა 2023 წლის აგვისტოში გაითქვა სახელი, როცა გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა მის მიერ რუსი თინეიჯერის, ყურანის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული ნიკიტა ჟურაველის ცემას. ამ ინციდენტის შემდეგ, ადამ კადიროვს მიანიჭეს ბევრი ჯილდო, მათ შორის “მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის ისლამის და მისი ღირებულებების განმტკიცებაში”.
ფორუმი
