კადიროვი ზღვაში ცურვისას კინაღამ დაიხრჩო – მედია

თურქული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის მმართველი რამზან კადიროვი ბოდრუმში ზღვაში ცურვისას კინაღამ დაიხრჩო.
როგორც თურქული მედია წერს, ინციდენტი ბოდრუმში ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიან სასტუმროს სანაპირო ზოლში მოხდა. მათი ცნობით, ზღვაში ჩასული რამაზან კადიროვს მოულოდნელად, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
„ახლოს მყოფმა ოფიცრებმა შენიშნეს სიტუაცია და მედიკოსებს შეატყობინეს. ჯგუფი სწრაფად მივიდა და კადიროვს დახმარება აღმოუჩინა. კადიროვმა პირველადი დახმარება სანაპიროზე მიიღო, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადით კერძო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი საავადმყოფოში მკურნალობის გავლის შემდეგ კარგად იმყოფება. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იყო და, როგორც ამბობენ, თავს კარგად გრძნობს“, – წერს თურქული მედია.
ბოლო პერიოდში რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესებაზე, რამაც ჩეჩნეთში ხელისუფლების შეცვლის სცენარი გაააქტიურა.