კადიროვის 19 წლის ქალიშვილის კომპანიამ წელიწადში 200 მილიონი რუბლი გამოიმუშავა

კომპანია Irs-Group-მა, რომელიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის 19 წლის ქალიშვილმა ტაბარაკ კადიროვამ დააფუძნა, გასულ წელს 203 მილიონი რუბლის შემოსავალი და 196 მილიონი რუბლის სუფთა მოგება მიიღო. ეს გამომდინარეობს ღია წყაროებში გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციიდან.
საფინანსო ანგარიშის თანახმად, რომ ორგანიზაციის ბალანსი 196.4 მილიონ რუბლს შეადგენს. 2023 წელს გაწეული ხარჯები 6.2 მილიონს აღწევს. კომპანიას აქვს მხოლოდ 436 ათასი რუბლის საკრედიტო დავალიანება.
“Irs-Group“-ი 2023 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის საქმიანობა უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების შეძენა-გაყიდვას, ვაჭრობას, გაქირავებასა და მართვას მოიცავს. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ტაბარაკ კადიროვას კუთვნილმა კომპანიამ უკვე მოახერხა მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და უძრავი ქონებაც საკმაოდ სარფიანად მიაქირავა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის ქალაქ გროზნოს რაიონის განათლების დეპარტამენტს.
გასული წლის 1 აპრილს ს მოქალაქეებისა და ბიზნესის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სიაში მოხვდა ტაბარიკ კადიროვაც.
ბიზნესის გარდა, რამზან კადიროვის შვილები სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
მანამდე, გასული წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატი, რომელსაც კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა, სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს იკავებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი. Kavkaz.Realii-ს რედაქციამ შეადგინა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებში მომუშავე კადიროვის კლანის ადამიანების ყველაზე სრული სია.
რამზან კადიროვის უახლოესი ნათესავები, მათ შორის არასრულწლოვნები, ხშირად იღებენ სახელმწიფო თანამდებობებს და ჯილდოებს. ერთ-ერთი ბოლო ჯილდო მის უფროსი ქალიშვილს მიენიჭა 16 თებერვალს.
თებერვლის დასაწყისში კი, ჩეჩნეთის მეთაურის მეორე ვაჟმა, 16 წლის ადამმა კი მიიღო მედალი დუბაიში გამართული, არაბეთის გაერთიანებული საემიროების SWAT Challenge-ს შეჯიბრის შემდეგ, მას თუმცა კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge