კადიროვის შვილმა მედალი მიიღო შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა, ადამმა, ოქროს მედალი მიიღო შეჯიბრებაში, რომელშიც მონაწილეობაც კი არ მიუღია, იტყობინება „მედუზა“.
ვიდეო, რომელზეც ადამ კადიროვი ჯილდოს იღებს, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა.
ადამ კადიროვი დუბაიში იყო და თან ახლდა ჩეჩნეთის სპეცრაზმის დანაყოფ „ახმატს“, რომელმაც დუბაის პოლიციის ორგანიზებულ სპეცრაზმთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა.
დაუდოვი აღნიშნავს, რომ ადამ კადიროვი შეჯიბრებაზე სპეცრაზმელებს „მხარს უჭერდა“ და დუბაიში მამამისის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ამპლუაში გაემგზავრა. სწორედ უმცროსი კადიროვი ავიდა პირველი მედლის ასაღებად.
16 წლის ადამ კადიროვისთვის ეს პირველი ჯილდო არ არის. მან მამისგან ჩეჩნეთის გმირის ორდენი მიიღო მას შემდეგ, რაც ყურანის დაწვისთვის ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა. ასევე, უმცროსი კადიროვი ს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დააჯილდოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!