კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-14 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-14 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 100 კადეტმა დაამთავრა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიება ლიცეუმის პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ლიცეუმის მე-14 გამოშვების კურსდამთავრებულებს შორის 7 ოქროსა და 8 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში კადეტები წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას და სამხედრო-სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის მათ მომზადებას.
Previous: პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ