კადეტებში გიგა ალანიამ და იუნიორებში უტა ფონიავამ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში გიგა ალანიამ მოუპოვა, ხოლო იუნიორებში -68 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა.
გიგა ალანიაფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
უტა ფონიავამ ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დღეს შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით