„კაგებე“ და „დიფ სთეითი“ – კობახიძის პოლიტიკური განცხადება სამებაში, პანაშვიდზე

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ სთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დავესწარი.
პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. აღვნიშნე, რომ 9 აპრილი, ერთის მხრივ, არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთანავე, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს გაერთიანება და დამოუკიდებლობა მოუტანა. როგორც განვაცხადე, დღეს პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნასა და მათ გმირობას. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში, საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს. აღვნიშნე ისიც, რომ დაახლოებით 35 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და დღეს უკვე ამას ცდილობენ სხვა გარე ძალები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“ მოქმედებდა. ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და -ის გამოყენებით, მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება შეცვლილია, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია დღემდე გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. ვისაუბრე დღევანდელ დავალებაზეც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ და რომელიც ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე, ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის.
ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ირაკლი ზარქუა – ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ