კაბალში სპეცოპერაციის დროს მოკლული მირზა ალიევი ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში ჩატარებულ სპეცოპერაციას ორმხრივი სროლის დროს ემსხვერპლა ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მირზა ალიევი. ის საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.
„ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, – თქვა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
დღეს, 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 ადამიანი, რომლებიც „ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ“.
ფორუმი