ადამიანიSci-Techმეცნიერება
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
ფოტო: Schulz-Hildebrandt, Hinnerk
23
წაკითხვა
რამდენ იისფერ წერტილს ხედავთ გარეკანის ფოტოზე? არის თუ არა ყველა მათგანი ერთი და იმავე ტონალობის? ეს ახალი ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ბიოსამედიცინო ოპტიკის ინჟინერმა, ჰინერკ შულც-ჰილდებრანდტმა განავითარა.
ფერების აღქმა არა ელექტრომაგნიტური გამოსხივების პირდაპირი შედეგი, არამედ ადამიანის მხედველობის სისტემის აქტიური კონსტრუქციაა. “უნიკალურ ვიზუალურ ილუზიას” სინამდვილეში მრავალი ფაქტორის თავმოყრა წარმოქმნის, მაგალითად, ზუსტად სად მდებარეობს თვალის კოლბები, როგორ სტიმულირდება ისინი და ა.შ.
ალბათ, შეამჩნიეთ, რომ თუ რომელიმე წერტილს მიაჩერდებით, სხვა წერტილები თითქოს “გაქრება”.
ფოტო: Schulz-Hildebrandt, Hinnerk (2025).
ანატომიურად არსებობს სამი ტიპის კოლბა (თვალის ბადურას ფოტორეცეპტორები, რომლებიც ფერების გარჩევას უზრუნველყოფს). ესენია: L-კოლბები, S-კოლბები და M-კოლბები, რაც გრძელ, მოკლე და საშუალო კოლბებს აღნიშნავს იმის შესაბამისად, თუ რომელ ტალღის სიგრძეებზე რეაგირებს თითოეული მათგანი: L-კოლბები ყველაზე უკეთ წითელ ტონალობებს აღიქვამს, S-კოლბები ლურჯს, M-კოლბები კი მწვანესა და ყვითელს.
აღსანიშნავია, რომ ეს კოლბები თვალის ბადურაზე თანაბრად არაა განაწილებული. ისინი სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება: L- და M-კოლბები უფრო მეტია, ვიდრე S-კოლბები. გარდა ამისა, თვალის ფოსოში (ამ ნაწილით ყველაზე უკეთ ვხედავთ) უფრო მეტი L- და M-კოლბაა, ხოლო ფოსოს ცენტრში S-კოლბები თითქმის არც გვხვდება.
S, M და L კოლბების მგრძნობელობა სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიმართ.
ფოტო: BenRG, Public domain
ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვალის ბადურას მრავალი მექანიზმი აქვს, რომელიც ლურჯი გამოსხივებისგან გვიცავს. ამ და ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო ლურჯ ტონალობას შედარებით ცუდად აღვიქვამთ. ამ განსხვავებას ყოველდღიურობაში ვერ ვამჩნევთ ხოლმე, რადგან ტვინი ამ ფაქტთან კარგადაა ადაპტირებული.
ფერების აღქმა აბსოლუტური და იზოლირებული არაა, იგი კონტექსტსა და გარემოზეა დამოკიდებული. ამ კონკრეტულ ილუზიაში საქმე ე. წ. ერთდროულ კონტრასტთან გვაქვს. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ როცა ფოტოს პირველად შეხედეთ, წერტილებიც და უკანა ფონის ფერებიც ერთგვაროვანი ჩანდა: იისფერი ტონალობა მოიისფრო ლურჯ ფონზე. როდესაც ჩვენი ტვინი ამ კომბინაციას ხედავს, წერტილებს უფრო მკვეთრ იისფრად აღიქვამს, რათა ისინი უკანა ფონისგან გავარჩიოთ.
ამ ფაქტორების ურთიერთქმედებით უჩვეულო ილუზიას ვიღებთ: იმ წერტილს, რომელსაც მოცემულ მომენტში უშუალოდ ვუყურებთ, ტვინი უფრო იისფრად აღიქვამს, თვალები კი “ნაკლებად ლურჯად”. ხოლო კონტრასტისთვის ტვინი გარშემო არსებულ წერტილებს უფრო “მეტად ლურჯად” ხედავს.
ნაშრომი გამოცემაში Perception გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს15691 ნახვა
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?1628 ნახვა
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის1507 ნახვა
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ1130 ნახვა
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ964 ნახვა
გირჩევთ
Next საქართველო
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
გადახედვა
მეცნიერება
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
კოსმოსი
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
მეცნიერება
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
ეკოლოგია
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს