“იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას” – მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ინტერვიუს შემდეგ მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს.
“მოგესალმებით,
დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი და ვის სიამოვნებს თავის მართლება?! მაგრამ ისე გამოვიდა იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას და მათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაშია შესული.
ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს სოციალურ ქსელში. მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!
გთხოვთ, გადაუმოწმებლად ნუ მომიხსენიებთ, მით უმეტეს ცუდ კონტექსტში!
წარმატებებს ვუსურვებ მერაბს ახალ წამოწყებაში! ის თავის სიტყვას იტყვის!”, – წერს ლაშა ლომიძე.
შეგახსენებთ, მერაბ შარიქაძემ Setanta Sport Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შარდის ნიმუში სხვა მორაგბეების ნიმუშის ნაცვლად გამოიყენეს და გაუგებრობის მსხვერპლი გახდა.
“ცხოვ­რე­ბა­ში დო­პინ­გი არ მი­მი­ღია, ჩი­ლი­მიც არ მო­მი­წე­ვია და დო­პინ­გი რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. როცა მი­თხრეს, შარ­დის გაც­ვლას გე­და­ვე­ბი­ა­ნო, გა­მაჟ­რი­ა­ლა. ჩემი ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბის ნი­მუ­შე­ბის მა­გივ­რად… ჩემ­თვის სან­დო ადა­მი­ან­მა მთხო­ვა, რომ ჩემი ძმე­ბის­თვის ნი­მუ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და რას ვე­ტყო­დი, შარდს არ ჩა­ვა­ბა­რებ­დი?!” – აღი­ა­რა მო­რაგ­ბემ.
მისი თქმით, ეს “სი­სუ­ლე­ლე” იმ “ჩა­კე­ტილ წრე­ში” მოხ­და, რო­მელ­შიც თა­ვად და ის მო­რაგ­ბე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს.
მან არ და­ა­სა­ხე­ლა არც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და არც ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც, მისი ვა­რა­უ­დით, ეს ამ­ბა­ვი მი­ტა­ნა ან­ტი­დო­პინ­გურ­მა სა­ა­გენ­ტომ­დე… “ვი­საც ჩა­ვაც­ვი, მან გამ­ხდა, ისე, რო­გორც დათა თუ­თაშ­ხია ამ­ბობს…” – დას­ძი­ნა და­ნა­ნე­ბით შა­რი­ქა­ძემ.
“მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­თან აღარ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლას­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი. ორი ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმაა და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან კი­ნა­ღამ მოკ­ვდნენ. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ისაა, რომ ამ სი­სუ­ლე­ლე­ში რო­გორ მოვ­ყე­ვი. ნე­ტავ რაგ­ბის კავ­შირ­ში სცოდ­ნო­დათ, ეს ამ­ბა­ვი ჩა­კე­ტილ წრე­ში მოხ­და და სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვა­კე­თე. ერთ-ერთი მო­რაგ­ბის შარ­დის ფორ­მუ­ლა არ და­ემ­თხვა ძველ ნი­მუშს, მერე კი ვი­ღა­ცამ მის­ცა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემი შარ­დი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი”, – გა­ნა­ცხა­და მან.
29 ნოემბერს “რკე­ნას“ პირ­ვე­ლ ღო­ნის­ძი­ე­ბა Fight Night-ზე მერაბი MMA-ში პირველ ბრძოლას გამართავს.
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი – საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
“ბორჯღალოსნები” | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
“დიდი მატჩი და გამოცდა “მარიფილდზე”, რათა ვნახოთ, სად ვართ” – მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
“ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?” – მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის “რასინგ 92” და “კლერმონი” იბრძვიან
“ბორჯღალოსნები” პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ – “ბორჯღალოსნების” პრესკონფერენცია კუმაგაიაში
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ – დაცვაში პრობლემები გვქონდა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-. რა ითქვა ნამატჩევს
“ლონდონ აირიში” “კრასნი იარს” ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
“გლოსთერთან” ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია” – რა ითქვა “იბერიანსთან” ნამატჩევს