,,იძახდა ყველა უნდა მოვკლაო, ჯერ თავში ესროლა, მერე გულშიც ესროლა” – ინტერვიუ ქობულეთში მოკლული მეზღვაურის ოჯახთან

მკვლელობა განსაკუთრებული სისატიკით – ქობულეთში 64 წლის მეზღვაური მოკლეს. ირკვევა, რომ თამაზ ქოქოლაძეს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით 33 წლის მეზობელმა მიაყენა.
კაცი ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდო დამნაშავე კი მკვლელობის ადგილიდან გაიქცა და პოლიციამ რამდენიმე საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ დააკავა.
მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ დანაშაული წინასწარ დაგეგმილი იყო, დავის საგანი კი მეზობლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული კონფლიქტი გახდა.
“მე ბოსელში ძროხას ვწველიდი. მამუკა წავიდა, ძაღლი უდნა დაება. ამ მომენტში გავიგეთ იარაღის ხმა. ამ იარაღს ტენიდა, მე უკან მოვყვებოდი ყვირილ-ყვირილით და ის სახლისკენ მირბოდა და ყვიროდა, ჩქარა გამოდით, ყველა უნდა დაგხოცოთო. იქ ხუთი წლის ბავშვი იდგა, ბიძამისმა გაიგონა ამის ხმა და ბავში ოთახში შეაგდო. იმ მომენტში ამოვიდა მამუკა, ცემი მაზლიშვილია, აქ ერთად ვცხოვრობთ ყველა, მამუკა თავს უშველე დედი, უნდა მოგკლას-მეთქი და ვიკივლე. ამ ჩემს კივილზე რეაგირება დაკარგა და ვეღარ დაუმიზნა. მოეპარა, პირდაპირ თავში ესროლა. კაცი რომ წაიქცა, მივიდა და გულშიც ესროლა. კი არ გაიქცა, გადატენა და ყველას მოსაკლავად მიდიოდა. ჩემი თვალებით ვუყრე. თავისი მშობლები იქიდან მიყურებდნენ. მიზეზებზე იყო, იმუქრებოდა, კისტის თოფი გვეგონა, გულში არც გაგვივლია, რომ მაგას ეს თოფი ექნებოდა. მერე ოჯახი ამბობს, მაგი ჩვენ ფსიქიატრიულში გვეწვინა. მერე თუ ფსიქიატრიულში იწვა, მაშინ მაგ ოჯახმა ასეთი თოფი რომ მოიტანა სახლში, რატომ არ განაცხადა? – ამბობს ,,ტვ პირველთან” მოკლულის ოჯახის წევრი.
მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში გუშინ გვაინ ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – ეს სამარცხვინო ფურცელია საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში – ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს