იცხადებთ მხარდაჭერას და ამას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია – მთავრობის ახალ შემადგენლობას

გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ეროვნულმა ინტერესებმა.
„მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გარე ძალების წარმომადგენლებისთვის აფხაზი და ოსი მტერია და ეროვნული საქმე რუსულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე