იცით, რომელია 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი პროფესია?

თუ გსურთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოთ, მაშინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps რეგისტრაციისთვის დრო ჯერ კიდევ გაქვთ. ეს გახლავთ რეგიონის მასშტაბით უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში შესაბამისი ორგანოების მიერ, არამედ Amazon Academy-ს მიერ. ეს ნიშნავს რომ BTU-ს პროგრამა მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
DevOps ინოვაციური მიდგომაა, რომელიც დიდ თუ პატარა ბიზნესებს ყოველდღიური გამოწვევების დაძლევასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება მისი ბაზარი. პროგნოზირებულია, რომ DevOps ბაზარი ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ტემპით გაიზრდება (CAGR 2024-2031). გლობალური DevOps ბაზრის ზომა 2022 წელს შეფასდა 7335.09 მილიონ დოლარად და მოსალოდნელია გაფართოვდეს CAGR 24.61%-ით და მიაღწიოს 27456.22 მილიონ აშშ დოლარს 2028 წლისთვის.
პროფესიონალ კადრებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სტაბილურად იზრდება სფეროში არსებული ანაზღაურებაც. სწორედ ამიტომ DevOps დღეს უამრავი ადამიანის პროფესიული არჩევანი ხდება. თუ მის სწავლას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გადაწყვეტთ, თქვენ 2 წლის განმავლობაში გასწავლიან დარგის საერთაშორისო ექსპერტები, ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალები, DevOps ინჟინრები და მეცნიერები. თეორიული სწავლის პარალელურად სასწავლო კურსი პრაქტიკული პროექტების განხორციელებისა და შესაბამისად, რეალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობასაც გთავაზობთ.
DevOps სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება LINUX გაღრმავების კურსი, ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS), ოპერაციათა მენეჯმენტი თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb), ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციული მართვა – Agile, ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით, კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS), მართვის ავტომატიზებული სისტემები – Kubernetes და ა.შ. სწავლის პროცესში მაგისტრანტებს წვდომა ექნებათ იმ მაღალტექნოლოგიურ ლაბებზე, რომლებიც BTU-ში ფუნქციონირებს. ესენია: Microsoft, Andoid & Ios, Industry 4.0, ბლოკჩეინი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, მდგრადობა, განახლებადი ენერგიები.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები შემდეგ უნივერსიტეტებში:
· რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია;
· კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
· მინეს ალბი, საფრანგეთი;
· ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია;
· ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
· აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულ კომპანიებში; კომპანიებში, რომლებიც ახდენენ თანამედროვე აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციას და IT ტრანსფორმაციას სხვა კომპანიებში; ორგანიზაციებსა და კომპანიებში, სადაც მოითხოვება საინფორმაციო ტექნოლოგიების არსებული სისტემების ტრანსფორმაცია.
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება 2950 ლარია. ჩაბარება კი ერთიანი სამაგისტრო გამოცდების საშუალებით ხდება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ