“იცით, “რეალში” თამაში რას ჰგავს?” – ბელინგემის უცნაური პასუხი

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა “ბლანკოსის” შესახებ ისაუბრა.
ახალგაზრდა ინგლისელმა Marca-სთან ინტერვიუში “ბერნაბეუზე” თამაში რომის “კოლიზეუმს” შეადარა.
“მადრიდის “რეალი” მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. როცა ამ ყველაფერს ახლოდან ხედავ, შთამბეჭდავია. თითქოს “კოლიზეუმში” თამაშობ, თავს გლადიატორივით გრძნობ.
წარმოდგენა არ გაქვთ, “რეალი” როგორი დიადია. როდესაც ქუჩაში სეირნობ, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე”, – განაცხადა ბელინგემმა.
შეგახსენებთ, ჯუდი “სამეფო კლუბს” გასულ ზაფხულს, “დორტმუნდიდან” დაახლოებით 170 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში