“იცით რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია” – ჩემპიონის პირველი კომენტარი

დღეს დილით, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ, შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ? იცი რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ! შემომხედეთ ახლა! საკუთარი უნარების მჯერა და ამისთვის მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. ყოველთვის
ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც წინ გელოდება, ვიდრე ის, რაც წარსულში რჩება”, – განაცხადა თოფურიამ ბრძოლის შემდეგ.