“იცით, რა დაარქვა კონტემ თავის შვილს?! მან ეს სწორედ ამიტომ გააკეთა…” – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი “პარტენოპეის” მწვრთნელზე

“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან შვოხმა Televomero-ზე გადაცემა Il Bello del Calcio-ს ეთერში “პარტენიპეის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეზე ისაუბრა.
მან ხუმრობით იმის შესახებაც თქვა, რატომ შეურჩია კონტემ თავის შვილს სახელი Vittoria.
“კონტე არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან ბევრს გასცემს და მოთამაშეებისგანაც ძალიან ბევრს მოელის. ის გუნდში ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიმცემია.
ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა მოედანზე 24 საათი დარჩეს, მას სძულს მარცხი. მან თავის გოგონას Vittoria (გამარჯვება) დაარქვა, რადგან წაგებაზე ალერგია აქვს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ადამიანია”, – თქვა შვოხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში