“საკრამენტო კინგსის” მთავარმა მწვრთნელმა, დაგ კრისტიმ გუნდში ახალწვეულზე, რასელ უესტბრუქზე ისაუბრა.
“იცით რატომ მიყვარს რასი? ის თავს არასდროს არიდებს გამოწვევებს. როდესაც რაღაცის გაკეთებას ვთხოვ ყოველთვის მპასუხობს: “დიახ, მწვრთნელო, მე შენთან ვარ”. მოედანზე ნებისმიერ დავალებას ახორციელებს, როგორიცაა იანის ანტეტოკუმპოს დაცვის მცდელობა, მოხსნისთვის ბრძოლა, ასისტები, ბურთის ჩაგდება თუ ნებისმიერი სხვა რამ. მასზე რასაც არ უნდა ამბობდნენ, ყოველტვის ვაფასებდი, ახლა კი რაც ჩვენი გუნდის გასახდელშია, მისი ფანი გავხდი. ხალხს იმით ვაფასებ, რასაც ვხედავ და მას შემდეგ, რაც ჩემს გუნდში გადმოვიდა და დავინახე, თუ რაოდენ ზრუნავს და ცდილობს იპოვოს დასახმარებელი გზები “კინგსზე”, უფრო მეტად დავაფასე”.
კრისტისა და უესტბრუქის “საკრამენტო” 2 გამარჯვებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. ყოფილი საუკეთესო კალათბურთელის ანგარიშზე 26 წუთში 11.8 მოხსნა, 4.8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1.3 ჩაჭრა გახლავთ.
“კინგმა” ბოლო მატჩი “მილუოკიში” გამართა და “ირმები” 135:133 დაამარცხა.
ხსენებულ შეხვედრაში ზაკ ლავინმა 31, დემარ დეროუზანმა კი 29 ქულა ჩააგდეს. დენის შროდერმა და დომანტას საბონისმა (13 მოხსნაც ჰქონდა) 24-24 ქულა მიითვალეს. რაც შეეხება უესტბრუქს გუნდს 12 ქულითა და 10 ასისტით დაეხმარა.
თავის მხრივ, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა იანის ანტეტოკუმპომ, ბერძენმა 26 ქულა, 11 მოსხნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კაილ კუზმამ, 22, გარი ტრენტ ჯუნიორმა და ეიჯი გრინმა კი 17-17.
“საკრამენტო” მომდევნო შეხვედრას ხვალ, 4 ნოემბერს, “დენვერში”, ადგილობრივ “ნაგეტსთან” გამართავს.
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა – “ლეიკერსმა” მორიგი მატჩი მოიგო




