იცით რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად?

წითელ პარასკევს, წელიწადის ყველაზე მძიმე დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და ამას თავისი ახსნა აქვს:გადმოცემით, წმინდანი, მენელსაცხებლე დედა, მარიამ მაგდალინელი წმინდა მიწიდან – იერუსალიმიდან რომში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსს (ა.წ. 14-34 წწ) ეახლა, ქრისტეს აღდგომა ამცნო და სიცოცხლის სიმბოლო – კვერცხი მიართვა.იმპერატორმა ჩაიცინა, მარიამს ეჭვის თვალით შეხედა და უთხრა, მკვდრის გაცოცხლება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ამ თეთრი კვერცხის გაწითლებაო. ტიბერიუსმა სიტყვა დაასრულა თუ არა, კვერცხი სისხლისფრად შეიღება. მარიამმა მადლობა შესწირა უფალს, იმპერატორი კი შედრკა და წმინდანს ქრისტეს ცხოვრების შესახებ ამბების მოყოლა სთხოვა.მას შემდეგ წითელი კვერცხი ქრისტიანულ სამყაროში ქრისტეს სისხლის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, განახლებისა და აღდგომის სიმბოლოდ იქცა.ვნების შვიდეულში, წითელ პარასკევს ქრისტიანები კვერცხებს წითლად ღებავენ, ერთმანეთს კვერცხის მიჭახუნებითა და “ქრისტე აღსდგას” შეძახილით ულოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. კვერცხის გატეხვა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოდ არის მიჩნეული.