“იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?” – იტალიელი ჟურნალისტი

ანტონიო კონტემ ზაფხულში შესაძლოა, “ნაპოლი” ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორი ვალტერ დე მაჯო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს სთხოვს.
“არ არის გამორიცხული, რომ კონტემ “მილანი” ჩაიბაროს, ამ საკითხს ანტონიოს მეუღლე გადაწყვეტს, თუ პიოლის გაათავისუფლებენ, “პარტენოპეი” მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანოს შესთავაზებს.
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ კონტე “ნაპოლის” ჩაიბარებს, დე ლაურენტისის ნომერ პირველი სამიზნე რომელუ ლუკაკუ იქნება”, – განაცხადა დე მაჯომ.
შეგახსენებთ, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში “რომას” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 27 მატჩი
გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში