,, იცით თქვენც და გპირდებით ჩვენც” –

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ქოცებო,
1. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ჩამოშლილები ხართ და ცერცვივით დაბნეულები. ყოველდღე უფრო და უფრო.
2. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ყოველდღე ათობით საჯარო მოხელეს (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირს) კარგავთ, მალე ასობით დაკარგავთ ყოველდღიურად.
3. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – სანქციები არ აგცდებათ – ქონება, ანგარიშები, ბიზნესები, გადაადგილება – და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ისე ვერ გეღირსებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, აგრესიულ მომხრეებსაც კი,
როგორც 2X2=4
4. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ლარის კურსს ტაბლოებზე, ეკონომიკის საბაზისო ციფრებს, ფასებს და პროგნოზებს – ისე დატორტმანდება თქვენი წყალობით ქვეყანა, დაგღეჭავთ ხალხი (შესაძლოა, უარესიც).
5. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – პარიებად და არალეგიტიმურად გაღიარათ ხალხმაც, უცხოელებმაც, მედიამ (უი, ხო, რ2 პირველი წაგექცევათ სულ მალე, მერე საზმაუ, ბოლოს იმედი, აბა postv-ს თქვენც კი არ უყურებთ), საშუალო ბიზნესები და უკვე მსხვილი ბიზნესები გამოდიან ნელ-ნელა ჩრდილიდან.
6. იცით თქვენც და გპირდებით ჩვენც – არავინ, არასდროს, არაფრის დიდებით არ შეგარჩენთ ამ ბოლო არჩევნებს და მერე თქვენ მიერ დატრიალებულ სისხლის კალოს.
ხო და ყველამ ყველაფერი იცით და ვიცით. უთხარით იმასაც და დანიშნეთ ახალი , ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომეა, ზურაბიშვილი. თქვენ კიდე კონსტიტუციური გადატრიალებით მოსული ხუნტა.
ასე რომ: დანიშნეთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება