ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
იცით თუ არა, რომ ამ საახალწლოდ დაქირავებული, შავოსანი ქალები ჰყავდათ ვაჭრობის სისტემაში? მაგალითად, ცრუ ძაძები აცვია ქალს და თუ საქონლის ან ღორის ხორცის მაღაზია გაქვს, შემოდის ხელში პარკით და გთხოვს, შვილოსან, შენს გაზრდას, ეს ხორცი მაქვს ნაყიდი, მსხვილი ნაჭრებია და წვრილად დამიჭერიო. შენი ობიექტის დანის შეხება შეუმოწმებელ ხორცთან არ შეიძლება, მაგრამ თუ ადამიანურობამ შეგიღიტინა და მოხუცს უარი ვერ უთხარი, მადლობას გადაგიხდის, დაგლოცავს და როგორც კი გარეთ გადის, თვალით ანიშნებს სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომელს, ისიც შემოდის და 500 ლარიან ჯარიმას გიწერს. ასეთივე ყალბი, ქერა და წითური ქალი-მგზავრები ჰყავს შესაბამის სამსახურს იმ ტაქსისტების გამოსავლენად, რომელთაც ლიცენზია არა აქვთ: დაგიქნევს ხელს, ჩაჯდება, ლიცენზია თუ ვერ დაინახა თვალსაჩინო ადგილას, დაასრულებს მგზავრობას, გადაიხდის, გადმოვა და ატყობინებს, რომ ამა და ამ მანქანას მგზავრები გადაჰყავს ლიცენზიის გარეშე…
გილოცავთ ახალ წელს




