,,იცით ვინ ყოფილა ექს-პრემიერ, ამჟამად ძალად გაოპოზიციონირებულ გახარიას მამა?” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მაპატიეთ გვიანია, მაგრამ ამ ამბის უთქმელობაც დილამდე არ ივარგებს. იცით ვინ ყოფილა ექს–პრემიერ, ამჟამად ძალად გაოპოზიციონირებულ გახარიას მამა, ბატონი ზაური? არა? მოგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე საშიში მტრის, საქართველოსთან მიმართებით თანამედროვე რუსული იმპერიული იდეოლოგიის მამამთავრის, დღესაც ყველა კრემლის გეგმების განხორციელებაში მთავარი ვიზის გამცემის. პუტინის ორდერის კავალერ ალექსანდრე ჭაჭიას თანამებრძოლი ,,მასთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურთა გეგმით სეპარატულ მოტივაციათა გასაღვიძებლად, სახალხო მოძრაობა—სამეგრელოს დამფუძნებელი და კოორდინატორი, მაგ რეგიონში სეპარატიზმის გასაღვივებლად მოსკოვიდან წამოსული მილიონების მიმთვისებელი. რა თქმა უნდა თავის დროზე სწორედ მოსკოვმა გამოგზავნა გახარია, ჭაჭიას პროტექციით, პრემიერად ივანიშვილის კარზე რათა დიდი ბატონი ეკონტროლებინა, რაც არ გამოეპარა ჭორვილელ ტურას და პირველსავე შესაძლებლობისთანავე ამოკრა პანჩური. აი როგორ ხვდებიან ჩვენს უბედო ქვეყანაში აგენტურა უმაღლეს ხელისუფლებაში და მერე როგორ გადმოდიან ისინი ოპოზიციაში და უფრო მეტიც—-მე მიტოლებენ თავს ხოლო ზოგიერთი იდიოტი ასეთებს ხმასაც აძლევს. ფუი თქვენი. მაპატიეთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…