იციან, რომ მათ ე.წ. ხელოვნებას ბოლო 12 წლის მანძილზე არავინ შეხებია და ამ ხელისუფლების ხელში არც არავინ შეეხება, ამიტომაც გამეტებით ტეხენ წიოკს და გნიასს

იციან, რომ მათ ე.წ. ხელოვნებას ბოლო 12 წლის მანძილზე არავინ შეხებია და ამ ხელისუფლების ხელში არც არავინ შეეხება, ამიტომაც გამეტებით ტეხენ წიოკს და გნიასს
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე აღნიშნავს, რომ იციან, მათ ე.წ. ხელოვნებას ბოლო 12 წლის მანძილზე არავინ არ შეხებია და ამ ხელისუფლების ხელში არც არავინ არ შეეხება!
„ბიბლიისეულ სიბრძნეს დიდი აკაკი ჩვენეულად განმარტავდა: “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო”!
არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც დაბადებიდან მონაა და დაბადებიდან მონის დამღით დაღდასმული, მონის საბლით იბადება! ეს ის დოები, ჭოლები, ფეტვები, ქათმები და ძალად ვითომ ხელოვანებია, რომელთათვისაც უცხოთ მონება ყველაზე და ყველაფერად აღმატებულია, რომელთათვისაც მთავარი შეცვლილი მონის უღელია და რა ფერის დამღა აქვს შუბლზე დაკრული – დასავლური თუ ჩრდილოური! იციან რა , რომ მათ უბადრუკ ე.წ. ხელოვნებას ბოლო 12 წლის მანძილზე არავინ არ შეხებია და ამ ხელისუფლების ხელში არც არავინ არ შეეხება, ამიტომაც ხტებიან, ცმუკავენ, გამეტებით ტეხენ წიოკს და გნიასს! და ვითომდაც იმიტირებულ “, სპარტაკობას” იჩემებენ! ეს სინამდვილეში უცხოურ გაუმჭვირვალე, ხალხისათვის დამალულ გრანტთა მონები!
ისინი რომლებიც აქ ცხრა წლის მანძილზე მოქმედ კ ა ლ ი გ უ ლ ა-მიჰას სცენაზე, სტადიონზე, ტრიბუნებსა თუ კულისებში ტაშს უკრავდნენ, უმღეროდნენ, დითირამბებს უძღვნიდნენ, გუნდრუკს უკმევდნენ და ადამიანთა ტანჯვა-წამება, გოდების ფონზე! “ჰკა მაგათ, მაგ თავისუფლების და ღირსების მოსურნეებსო” უფრო მედგრად გაჰყვიროდნენ და მოძალადე- ფსიქიურ ავადმყოფ პრეზიდენტს აგულიანებდნენ!
მერე აქ ქურდულად შემოპარულ, თანამდებობის სანაცვლოდ სამშობლო მოქალაქეობა უარყოფილ თაღლით, აფერისტ, საქართველოს მიწების გამყიდველ ექსპრეზიდენტს წამებულად წარმოგვიდგენდნენ! ახლა კი გამჭირვალეობის შესახებ წარმოდგენილ კანონს უცხოელთა კარნახით რუსულად გვიცხადებენ! ამიტომაც ცამდე მართალი იყო და არის იგივე სულმნათი საქართველოს ბულბული ასეთებზე, რომ ამბობდა: “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო”! ჭეშმარიტად!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.
Previous: არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა გამჭვირვალობის კანონმა, რომელმაც უკვე მოახდინა პატრონყმობას მიჩვეული და მოსურნე ადამიანების სრული ლუსტრაცია

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს