ანჯელინა ჯოლი სანტა – ბარბარას 2025 წლის საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრო. 49 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე ბეჟი ფერის კაბით გამოჩნდა. ამ წელს ანჯელინა პრემიის ლაურეატი გახდა – ეს კინოფესტივალის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება. იგი იმ მსახიობებს გადაეცემა, ვისაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი კინო ინდუსტრიის განვითარებაში.
ანჯელინამ ჯილდოს მიღებისას დედის შესახებ ისაუბრა:
„ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, ბევრი ადამიანი გადის ცხოვრებას კრეატიული საშუალებების გარეშე. ასეთ დროს ყოველთვის დედაჩემზე ვფიქრობ. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შემოქმედებითი მხარე.
დედაჩემი წერილებს წერდა ჩემს პერსონაჟებს – ძვირფასო ჯია, ძვირფასო ლიზა როუ, ძვირფასო ლარა კროფტ – ბოლო 16 წელია, ეს წერილი აღარ მიმიღია. დედაჩემის გარეშე აბსოლუტურად არაფერი ვიქნებოდი.
ანჯელინა ჯოლის დედა, მარშელინი, გარდაიცვალა 2007 წლის 27 იანვარს, 56 წლის ასაკში, საკვერცხის და მკერდის კიბოსთან 8-წლიანი ბრძოლის შემდეგ.
ანჯელინა ჯოლი ვოითი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის ოჯახში. 1976 წლიდან, მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრენინგებს.
1998 წელს ჯოლიმ ითამაშა HBO-ს სატელევიზიო ფილმში „ჯია“, სადაც მან განასახიერა სუპერმოდელი ჯია კარანჯი. ეს ემოციური დრამა მოგვითხრობს სექსისა და ნარკოტიკების სამყაროზე და აღწერს კარანჯის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მისივე ცხოვრებისა და კარიერის განადგურებას, მის დაკნინებასა და შიდსისაგან სიკვდილს.
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალზედ აღიარებული იყო თავისი სამსახიობო შესაძლებლობების გამო, მისი ფილმები ხშირად ვერ ხვდებოდა ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ ის საერთაშორისო სუპერვარსკვლავად იქცა.
ფილმმა მოიპოვა უდიდესი საერთაშორისო წარმატება და მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯოლის კი მოქმედებითი ჟანრის ქალი ვარსკვლავის ტიტული შესძინა.