„აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელი ბექა ხოფერია ამბობს, რომ სამშენებლო სექტორში განსაკუთრებული გამოწვევები არაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. “მოვისმენთ, გამოვალთ და გეტყვით” – განუცხადა ბიზნესმენმა ჟურნალისტებს.
BMG-ის კითხვაზე წუხს თუ არა ბიზნესი რამეზე, თუნდაც დეველოპმენტში, რაზედაც პრემიერთან საუბარს აპირებს ბექა ხოფერია პასუხობს: “განსაკუთრებული არაფერი. იყო რაღაც პატარა კრიზისები, მაგრამ გადაიარა. რომ გამოვალ მერე გაგცემთ პასუხს. [სამშენებლო ბიზნესში] ჩემთვის სიმშვიდეა”.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. დაწყებამდე ბიზნესმენების ნაწილმა მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთა, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი შეფასებებისგან თავს იკავებს.