იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც “მეგობარი აქტის” გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები – ია ფარულავა

იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც “მეგობარი აქტის” გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები – ია ფარულავა
იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც “მეგობარი აქტის” გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები, – ამის შესახებ, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა, ია ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ალასკაზე სა და ს შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციონერმა ტრამპი გააკრიტიკა. როგორც ფარულავა აღნიშნავს, ოპოზიციამ არ უნდა გალანძღოს ის ძალა, რომელიც რეჟიმისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.
“გვქონდა ერთი-ორი შეხვედრა და აი, ზუსტად ალასკის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე მათგანმა დადო სტატუსი, სადაც, ტრამპს აკრიტიკებს. ვერ გაიგეთ ხალხო თქვენ, რომ ძალით აქ ამერიკა არ შემოიჭრება, ძალით აქ ამერიკა ვერ გაგათავისუფლებთ ამ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებით, იმიტომ, რომ ამერიკამ ნახა, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეჟიმის შეცვლა არის არასწორი. ხალხს, საზოგადოებას უნდა უნდოდეს, ოპოზიციას უნდა უნდოდეს და არ უნდა ლანძღავდეს იმ ძალას, რომელიც უნდა დაგეხმაროთ,” – განაცხადა ია ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე