იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა – ირაკლი კობახიძე ო’ბრაიანის ვიზიტზე

იყო [ო’ბრაიენის მხრიდან] ს მიმართ შეხვედრაზე თხოვნა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, უარის მიზეზი იყო ის, რომ ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო სანქციების ქვეშაა. მას 2 მლრდ დოლარი აქვს გაყინული. კობახიძის თქმით, მან „დასავლეთს მიანდო და ეს თანხა. საბოლოოდ კი გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართვას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი.
„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, რადგან მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად, რაც შეხება ო’ბრაიენის ვიზიტს, იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეხვედრაზე თხოვნა რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. მას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როცა სხვა უცხოელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრებზე. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთ და იგივე. ის აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მლრდ დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართვას. ეს არის მისი მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია.
„როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები ში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას, ამიტომ ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით”, – განაცხადა ირაკლი მ.
მანამდე ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაენს საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს და ამასთან დაკავშირებით შეხვედრა უნდა გამართულიყო ბიძინა ივანიშვილსა და ჯიმ ო’ბრაენს შორის.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაენი ჩამოდის საქართველოში, არსებული ინფორმაციით მას საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება ივანიშვილსა და ო’ბრაიენს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის დასანქცირებას,” – გაავრცელა ინფორმაცია „იმედმა”.
იმედმა ისიც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილი მიმართავდა გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს“.
„იმედმა” ეს ინფორმაცია ვებგვერდზეც დადო, თუმცა მალევე წაშალა.